Posts

Showing posts from April, 2018

თვითდამკვიდრების პრობლემა ახალგაზრდებში

Image
დღეს, ჩვენს ცხოვრებაში ძალიან რთულია ყველას მოსაწონი იყო.  იმისთვის, რომ დავემსგავსოთ სხვებს გვჭირდება მეტი რეალიზაცია, მოტივი, ენერგია და ძალისხმევა, მაგრამ რატომ როცა შეგვიძლია ვიყოთ სხვანაირები, გამორჩეულები, არა როგორც სხვები? ამ გზას ძალიან ცოტა თუ მიჰყვება, დანარჩენები ირჩევენ ერთფეროვან, არაფრით განსხვავებულ ცხოვრებას. თვითდამკვიდრების ფაქტორი ასაკობრივად იჩენს თავს. ეს შესაძლოა ბაღის ასაკშიც კი დაიწყოს, თუმცა უფრო სკოლის და შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებისას. ძირითადად, გამოწვეულია ეკონომიკური თვალსაზრისით ან ვიზუალური კომპლექსების შემთხვევაში. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს მსგავსი პრობლემები ოჯახიდან, მშობლებისგან მომდინარეობს, რადგან ისინი პატარა ასაკიდანვე აჩვევენ, რომ ისინი არიან გამორჩეულები, შეუდარებლები, მათზე ლამაზი და კარგი არავინაა და ა.შ. ამის შემდეგ კი, როცა მათ თავად უწევთ საზოგადოების წრეში მოხვედრა, ეჯახებიან მწარე რეალობას, რომლის პირისპირ სრულიად უსუსურნი ხდებიან. არ არის გამორიცხული მოისმინონ დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი რეპლიკები, რომლებიც მათ მიმართ იქნება მი

როგორი მისალმების ფორმები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს?

Image
ჩვენ, ქართველებს ძალიან დიპლომატიური მისალმების ფორმულა გვაქვს. შეხვედრის მომენტში ერთმანეთს ან სიტყვიერად ვესალმებით "გამარჯობას" თქმით, ან "სალამი", "დილამშვიდობისა" და ა.შ  ან ხელის ჩამორთმევა/გადაკოცვნით, შესაძლოა ორივე ხერხიც გამოვიყენოთ. ეს ჩვენთვის უცხო არ არის, რადგან ყოველდღიურად გვიწევს ამის გაკეთება, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც მისალმების ძალიან უცნაური, უხერხული  და შეიძლება ითქვას სასაცილო ფორმები აქვთ. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს. იაპონიაში ერთმანეთს თავის დახრით ესალმებიან, თითქმის მუხლებამდეც კი. რაც უფრო მნიშვნელოვანი და საპატიო ადამიანია, მით უფრო ქვევით ხრიან თავს. კენიაში თუ გინდა, რომ ადამიანის მიმართ პატივისცემა გამოხატო, რაც არ უნდა სასაცილო და საშინელი იყოს ჩვენთვის, მან უნდა შეაფურთხოს მეორეს. ადრე ხელზე აფურთხებდნენ და შემდეგ ართმევნენ. აღდგომის კუნძულზე როგორც ამბობენ, ძალიან რთული მისალმების წესი აქვთ. ისინი ხელის გულებს ერთმანეთზე მჭიდროთ აერთებენ, შემდეგ მიაქვთ შუბლთან, ააქვთ თავს ზემოთ და ბოლოს სწრაფად იც