თვითდამკვიდრების პრობლემა ახალგაზრდებში
დღეს, ჩვენს ცხოვრებაში ძალიან რთულია ყველას მოსაწონი იყო. იმისთვის, რომ დავემსგავსოთ სხვებს გვჭირდება მეტი რეალიზაცია, მოტივი, ენერგია და ძალისხმევა, მაგრამ რატომ როცა შეგვიძლია ვიყოთ სხვანაირები, გამორჩეულები, არა როგორც სხვები? ამ გზას ძალიან ცოტა თუ მიჰყვება, დანარჩენები ირჩევენ ერთფეროვან, არაფრით განსხვავებულ ცხოვრებას. თვითდამკვიდრების ფაქტორი ასაკობრივად იჩენს თავს. ეს შესაძლოა ბაღის ასაკშიც კი დაიწყოს, თუმცა უფრო სკოლის და შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებისას. ძირითადად, გამოწვეულია ეკონომიკური თვალსაზრისით ან ვიზუალური კომპლექსების შემთხვევაში. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს მსგავსი პრობლემები ოჯახიდან, მშობლებისგან მომდინარეობს, რადგან ისინი პატარა ასაკიდანვე აჩვევენ, რომ ისინი არიან გამორჩეულები, შეუდარებლები, მათზე ლამაზი და კარგი არავინაა და ა.შ. ამის შემდეგ კი, როცა მათ თავად უწევთ საზოგადოების წრეში მოხვედრა, ეჯახებიან მწარე რეალობას, რომლის პირისპირ სრულიად უსუსურნი ხდებიან. არ არის გამორიცხული მოისმინონ დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი რეპლიკები, რომლებიც მათ მიმართ იქნება მი