Posts

Showing posts from 2018

თვითდამკვიდრების პრობლემა ახალგაზრდებში

Image
დღეს, ჩვენს ცხოვრებაში ძალიან რთულია ყველას მოსაწონი იყო.  იმისთვის, რომ დავემსგავსოთ სხვებს გვჭირდება მეტი რეალიზაცია, მოტივი, ენერგია და ძალისხმევა, მაგრამ რატომ როცა შეგვიძლია ვიყოთ სხვანაირები, გამორჩეულები, არა როგორც სხვები? ამ გზას ძალიან ცოტა თუ მიჰყვება, დანარჩენები ირჩევენ ერთფეროვან, არაფრით განსხვავებულ ცხოვრებას. თვითდამკვიდრების ფაქტორი ასაკობრივად იჩენს თავს. ეს შესაძლოა ბაღის ასაკშიც კი დაიწყოს, თუმცა უფრო სკოლის და შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებისას. ძირითადად, გამოწვეულია ეკონომიკური თვალსაზრისით ან ვიზუალური კომპლექსების შემთხვევაში. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს მსგავსი პრობლემები ოჯახიდან, მშობლებისგან მომდინარეობს, რადგან ისინი პატარა ასაკიდანვე აჩვევენ, რომ ისინი არიან გამორჩეულები, შეუდარებლები, მათზე ლამაზი და კარგი არავინაა და ა.შ. ამის შემდეგ კი, როცა მათ თავად უწევთ საზოგადოების წრეში მოხვედრა, ეჯახებიან მწარე რეალობას, რომლის პირისპირ სრულიად უსუსურნი ხდებიან. არ არის გამორიცხული მოისმინონ დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი რეპლიკები, რომლებიც მათ მიმართ იქნება მი

როგორი მისალმების ფორმები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს?

Image
ჩვენ, ქართველებს ძალიან დიპლომატიური მისალმების ფორმულა გვაქვს. შეხვედრის მომენტში ერთმანეთს ან სიტყვიერად ვესალმებით "გამარჯობას" თქმით, ან "სალამი", "დილამშვიდობისა" და ა.შ  ან ხელის ჩამორთმევა/გადაკოცვნით, შესაძლოა ორივე ხერხიც გამოვიყენოთ. ეს ჩვენთვის უცხო არ არის, რადგან ყოველდღიურად გვიწევს ამის გაკეთება, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც მისალმების ძალიან უცნაური, უხერხული  და შეიძლება ითქვას სასაცილო ფორმები აქვთ. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს. იაპონიაში ერთმანეთს თავის დახრით ესალმებიან, თითქმის მუხლებამდეც კი. რაც უფრო მნიშვნელოვანი და საპატიო ადამიანია, მით უფრო ქვევით ხრიან თავს. კენიაში თუ გინდა, რომ ადამიანის მიმართ პატივისცემა გამოხატო, რაც არ უნდა სასაცილო და საშინელი იყოს ჩვენთვის, მან უნდა შეაფურთხოს მეორეს. ადრე ხელზე აფურთხებდნენ და შემდეგ ართმევნენ. აღდგომის კუნძულზე როგორც ამბობენ, ძალიან რთული მისალმების წესი აქვთ. ისინი ხელის გულებს ერთმანეთზე მჭიდროთ აერთებენ, შემდეგ მიაქვთ შუბლთან, ააქვთ თავს ზემოთ და ბოლოს სწრაფად იც

ვინ აფერადებს თბილისის ქუჩებს ?

Image
ალბათ, არ გაგიჭირდებოდათ თბილისის ქუჩების კედლებზე უცნაური ნახატების შემჩნევა. ეს ტენდენცია ბოლო წლებში უფრო მეტად შეინიშნება, ვიდრე მანამდე. ამ ახალმა სტილმა მეტად მრავალფეროვანი და უცხო გახადა ქუჩის არეალი. ეს საინტერესო ნახატები უმეტეს შემთხვევაში თავისი მეტაფორული მნიშვნელობით  უფრო მეტად იქცევს ყურადღებას და გვაფიქრებს, ვიდრე მხოლოდ მისი სილამაზით. საინტერესოც ისაა, რომ მხატვარი ნახატებს ყველასგან ფარულად ასრულებს, ის ხატვის პროცესში არავის შეუმჩნევია. ამიტომ უცნობია, როდის და როგორ ახერხებს ის ამას. ნახატების უმრავლესობა ერთ-ერთი ქუჩის მხატვრის ავტორობითაა, რომელსაც ნახატებზე ინიციალის საშუალებით ვიგებთ. ეს მხატვარი 28 წლის გიორგი გაგოშიძეა, რომელიც  "GagosH" სახელითაა ცნობილი. ამ ადამიანს ამ საქმეში ფულს არავინ უხდის და მხოლოდ მისი სურვბილისამებრ აკეთებს ყველაფერს. ძირითადი თემატიკა საზოგადოების გახალისება, მეტი სიფერადე და პოზიტიურობაა, რაც დამეთანხმებით მისასალმებელი ნაბიჯია. ის ცდილობს თითოეული შემოქმედებით თავისი სათქმელი თქვას. ეს შესაძლოა იყო

ებრაული ქორწილის ტრადიციები

Image
ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა. თითოეულ ქვეყანას თავისი დამახასიათებელი ადათ-წესები და ჩვეულებები გააჩნია. გაგაცნობთ ებრაელების ქორწილის თავისებურებებს. ტრადიციულ და რელიგიურ ოჯახებში საქმე ბევრად რთულადაა ანუ ახალგაზრდების გაცნობა და დაწყვილება ხდება რაბის შუამავლობით. აუცილებელია გოგო იყოს სუფთა ებრაელი, ასევე ბიჭიც.. საბუთები მოწმდება თუ გადაწყდა დაოჯახება. ებრაულ ქორწილში აუცილებელია ქეთუბის დოკუმენტი ანუ შეუღლების, სადაც წერია ქმრისა და ცოლის ვალდებულებები, რასაც ისინი ხელს აწერენ. ქეთუბა სპეციალურად მზადდება თითოეული წყვილისთვის ინდივიდუალურად. ასევე დგავენ ხუფას. ეს არის ლოცვა ღია ცისქვეშ. განსხვავებულია აშკენაზური და სეფარდული. აშკენაზებს აქვთ როგორც ქრისტიანებს, როდესაც ხელებზე თეთრი ნაჭერი აქვთ გადაფარებული. ხოლო ხუფაში ერთად არტყავენ წრეს რაბის წინამძღვრები. ერთ-ერთი ებრაელი მესაუბრა მათ ტრადიციებზე: "ზოგადად ჩვენთან მიღებულია, რომ გოგოს ნიშნავენ ვერცხლის ბეჭდით და ოქროს ქორწილში უკეთებენ, ლოცვების წაკითხვის შემდეგ

ფანქეიქი

Image
როგორ მოვამზადოთ ფანქეიქი სახლის პირობებში? იმისთვის, რომ დავიწყოთ ბლინების გამოცხობა ამისთვის საჭიროა ტაფა, რომელიც არ იკრობს. გავაცხელოთ ოდნავ დაბალ ტემპერატურაზე. ერთმანეთში  ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავამატოთ კეფირი და სოდა. ჩავუმატოთ ცხიმი, ბოლოს კი ფქვილი რამდენსაცმოითხოვს. გამოგვივაერთგვარი კემისებური ცომი. ამასბაში ტაფაც გაცხელდება. უცხიმო მშრალ ტაფაზე და ვასხხათ 2ს.კ ცომი თითო ფინქეიქისთვის. ცომი დასხმისთანავე კიდევ გაფართოვდება. შეგვიძლია დავასხათ მეტი ან ნაკლები ცომი, იმის მიხედვით, რამხელა ფენქეიქის გამოცხობა გვსურს. გამოვაცხოთ მეორე მხრდიანაც, დავალაგოთ თეფშზე, მოვსხათ მურაბა, არაჟანი, თაფლი, ცოცხალი ხილი ან რაც გვსურს და მივირთვათ გემრიელად. შემადგენლობა: 2 ც  კვერცხი 50 გრ  შაქარი 400 მლ კეფირი ვანილიანი შაქარი 1ჩ.კ სოდა - ლიმონის წვენი ან 2ჩ.კ გამაფხვიერებელი 2-3ს.კ ზეთი ან გამდნარი კარაქი 200 გრ ფქვილი

აღმოაჩინე საქართველო - თუშეთი

         საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია  გააჩნია, რის გამოც უფრო საინტერესო და ამოუცნობია. მე შევეცდებით უფრო მეტი  ინფორმაცია მოგაწოდოთ აქამდე თქვენთვის უცნობ დეტალებზე. მაშ, ასე დავიწყოთ... თუშეთში მოხვედრა ძალიან რთულია. მხოლოდ ორხიდიანი, მაღალი გამავლობის  ტრანსპორტით არის შესაძლებელი.   რთული  პირობების გამო მომთაბარეებს  მეცხვარეობის გზით გამოყვანილი ჰყავთ ცხვრის, ცხენისა და მეცხვარე ძაღლის  ადგილობრივი, თუშური ჯიშები. საქონლის მოვლა-პატრონობა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა ტრადიციულად  თუში ქალის საქმეა. ამასთან ერთად, ისინი ასევეგაწაფულები არიან ც ხვრის  მატყლის  დამუშავებაში,ქსოვასა და თელვაში . ხალხური ხელოვნების მოყვარულებს  შორის მოწონებით სარგებლობს თუშური ფარდაგები, შესრულებული მისთვის  დამახასიათებელ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ ფერებში. პოპულარულია  ტურისტებს შორის ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი („ჩითები“), ნაბდის ქუდი და  ქეჩები.     თუშური დღესასწაულების განუყოფელი ნაწილი