როგორი მისალმების ფორმები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს?

ჩვენ, ქართველებს ძალიან დიპლომატიური მისალმების ფორმულა გვაქვს. შეხვედრის მომენტში ერთმანეთს ან სიტყვიერად ვესალმებით "გამარჯობას" თქმით, ან "სალამი", "დილამშვიდობისა" და ა.შ  ან ხელის ჩამორთმევა/გადაკოცვნით, შესაძლოა ორივე ხერხიც გამოვიყენოთ.

ეს ჩვენთვის უცხო არ არის, რადგან ყოველდღიურად გვიწევს ამის გაკეთება, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც მისალმების ძალიან უცნაური, უხერხული  და შეიძლება ითქვას სასაცილო ფორმები აქვთ. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.




  • იაპონიაში ერთმანეთს თავის დახრით ესალმებიან, თითქმის მუხლებამდეც კი. რაც უფრო მნიშვნელოვანი და საპატიო ადამიანია, მით უფრო ქვევით ხრიან თავს.
  • კენიაში თუ გინდა, რომ ადამიანის მიმართ პატივისცემა გამოხატო, რაც არ უნდა სასაცილო და საშინელი იყოს ჩვენთვის, მან უნდა შეაფურთხოს მეორეს. ადრე ხელზე აფურთხებდნენ და შემდეგ ართმევნენ.
  • აღდგომის კუნძულზე როგორც ამბობენ, ძალიან რთული მისალმების წესი აქვთ. ისინი ხელის გულებს ერთმანეთზე მჭიდროთ აერთებენ, შემდეგ მიაქვთ შუბლთან, ააქვთ თავს ზემოთ და ბოლოს სწრაფად იცემენ ბარძაყზე.
  • ტიბეტის მაცხოვრებლები ერთმანეთს ენას უყოფენ.
  • სამოაშ კი შეურაცხყოფად ითვლება, თუ კი შეხვედრისას მათ პირის ღრუს არ დაყნოსავთ.
  • ფილიპინელებს ძალიან საყვარელი მისალმების ტრადიცია აქვთ, როდესაც  მოხუცებს ხვდებიან. ახალგაზრდები მათ საპატივცემულოდ ხელს შუბლზე იდებენ და უღიმიან. ამ მისალმების ფორმას მანოს ეძახიან.
  • ინდოეთში ხელებს ერთმანეთს ადებენ, ოდნავ ქვემოთ იხრებიან და "ნამასტეს" წარმოსთქვამენ.
  • საფრანგეთშ ერთმანეთს ლოყაზე კოცნიან.
  • ტუვალვუში მისალმების ნიშნად ლოყებს ადაბენ.
  • საბერძნეთში მხარზე ხელით შეხებით მეორეს პატივისცემას და სითბოს გამოხატვას ნიშნავს.

იმედი მაქვს ჩემს მიერ მომზადებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი გამოდგა. :)

წყარო: http://qronika.ge/%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D/

Comments

Popular posts from this blog

ებრაული ქორწილის ტრადიციები

ფანქეიქი