თვითდამკვიდრების პრობლემა ახალგაზრდებში

დღეს, ჩვენს ცხოვრებაში ძალიან რთულია ყველას მოსაწონი იყო.  იმისთვის, რომ დავემსგავსოთ სხვებს გვჭირდება მეტი რეალიზაცია, მოტივი, ენერგია და ძალისხმევა, მაგრამ რატომ როცა შეგვიძლია ვიყოთ სხვანაირები, გამორჩეულები, არა როგორც სხვები? ამ გზას ძალიან ცოტა თუ მიჰყვება, დანარჩენები ირჩევენ ერთფეროვან, არაფრით განსხვავებულ ცხოვრებას.
თვითდამკვიდრების ფაქტორი ასაკობრივად იჩენს თავს. ეს შესაძლოა ბაღის ასაკშიც კი დაიწყოს, თუმცა უფრო სკოლის და შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებისას. ძირითადად, გამოწვეულია ეკონომიკური თვალსაზრისით ან ვიზუალური კომპლექსების შემთხვევაში.
უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს მსგავსი პრობლემები ოჯახიდან, მშობლებისგან მომდინარეობს, რადგან ისინი პატარა ასაკიდანვე აჩვევენ, რომ ისინი არიან გამორჩეულები, შეუდარებლები, მათზე ლამაზი და კარგი არავინაა და ა.შ. ამის შემდეგ კი, როცა მათ თავად უწევთ საზოგადოების წრეში მოხვედრა, ეჯახებიან მწარე რეალობას, რომლის პირისპირ სრულიად უსუსურნი ხდებიან. არ არის გამორიცხული მოისმინონ დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი რეპლიკები, რომლებიც მათ მიმართ იქნება მიმართული. ეს მათ მძიმე ფსიქოლოგიურ დარტყმამდე მიიყვანს, რისთვისაც არ არიან მზად.
გამოწვეული სიბრაზე აიძულებთ მეტი მოქმედებისკენ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში შურისძიებისკენ, ეს ძალიან ცუდია, თუმცა არსებობს გამოხატვის სხვადასხვა ფორმები, რომელიც გულისხმობს ბოროტ ზემოქმედებას იმ პიროვნებაზე, ვინც მათ ზიანი მიაყენა და გული ატკინა, ან მეორე ხერხით - მათი ძალების დამტკიცებას, მეტის შესაძლებლობას და წარმატებების მიღწევას, რაც დამიჯერეთ ბევრად მსუბუქი და ეფექტური მეთოდია, რომელიც ძლიერ ადამიანად გვაყალიბებს.
 ძალიან ბევრი მსგავსი ფაქტი არის ჩვენთვის ცნობილი, როგორც ახლობლობაში, ისე საკუთარ გამოცდილებაშიც კი, რადგან მსგავსი ასაკი ყველას გამოვლილი გვაქვს. საკუთარ თავზე შემიძლია ის ვთქვა, რომ ყოველთვის ვცდილობდი ეტაპობრივად გავნვითარებულიყავი და არაფრით ვყოფილიყავი სხვაზე ნაკლები. მსგავსი მოტივი ახლაც ძალაში მაქვს და ვთვლი, რომ  ეს იმის დამსახურებაა, რომ არასოდეს მიყვარდა ერთფეროვნება, მიყვარდა პირველობა და მისკენ სწრაფვა, რეალურად თუ საღადმოაზროვნე ხარ უნდა გქონდეს მსგავსი სურვილი, შესაბამისად ადამიანმა ყოველთვის შენ თავზე უნდა იმუშაო, რათა მიაღწიო მწვერვალს. "ჰაერზე" და არაფრის ნიადაგზე არ უნდა ელოდო, რომ ვინმე მოვა და გაღიარებს საოცრებად ან სასწაულად.
თვითდამკვიდრების პრობლემა დღესაც ძალიან ხშირად მაქვს, როდესაც მიწევს უცხო ადამიანების გაცნობა და შემდეგ მათთან ურთიერთბა, რადგან მე მათ უნდა დავანახო ჩემი პიროვნულობა, ის ვინც სინამდვილეში ვარ და ამისთვის ძალიან ფრთხილი უნდა ვიყო. ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ, რადგან ხშირად ჩემი ხასიათი მართავს სიტუაციას, ურთიერთბას და დამოკიდებულებასაც. თუ კარგ ხასიათზე ვარ, ფიქრობენ რომ ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, თუ დიპლომატიურად და ოფიციალურად ვიქცევი - სერიოზული, თუ ხასიათზე არ ვარ და არაფერს არ ვაქცევ ყურადღებას, არც ვიღიმი და ვერც ვერავინ იმსახურებს ჩემ ყურადღებას - უჟმური. ეს ასეა. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს ჩვენი ემოციების და ხასიათის მართვა, ეს დაგვეხმარება დადებით დამოკიდებულების მოპოვებაში, რაც თვითდამკვიდრების საწინდარია.

ერთ-ერთ მაგალითად ასევე შემიძლია მოვიყვანო მომღერალი Rihanna. მას ბავშვობაში სულ დასცინოდნენ, რომ იყო ყველაზე უშნო. მან კი პასუხად სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა. მას შემდეგ მას მეტი ძალა გაუჩნდა, იმისთვის რომ ყოფილიყო უკეთესი და უკეთესი. ახლა ის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალია,
რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს და აფანატებს. მისი კონცერტის ბილეთები ძალიან ძვირადღირებულია და მასთან შეხვედრა წარმოუდგენელი ან უბრალოდ ოცნების ტოლფასია. მას ყოველთვის სჯეროდა საკუთარი თავის და ისწრაფოდა იმ მიზნისკენ რაც დაისახა ცხოვრებაში, მართალია ძალიან დიდი წვალების და ძალისხმევის შედაგად, თუმცა ხო მაინც მიაღწია?! ამიტომ, არასოდეს უსმინოთ სხვებს და არ დანებდეთ! დაფიქრდით იმ ადამიანებზე, ვინც მომღერალს დასცინოდა, წარმოგიდეგენიათ რა დღეში ჩავარდებოდნენ ამხელა წარმატების გაგების შემდეგ?! დამიჯერეთ საინტერესო სანახაობა იქნებოდა. ამიტომ ეცადეთ არა ბოროტულად და არადამედ თქვენ სასიკეთოთ შეცვალოთ ხალხის დამოკიდებულება თქენს მიმართ, შესაძლოა ასეთი ფორმითაც "გადაუხადოთ სამაგიერო" მეტოქეს. :p

გაიღიმეთ ძალიან ძალიან ხშირად, ეს ყველაზე საოცარი თერაპიაა ადამიანებზე პოზიტიური შთაბეჭდილების მოსახდენად. ამის საშუალებით ძალიან ბევრი პრობლემა შეგიმცირდებათ, მენდეთ. უბრალოდ იყავით ის ვინც ხართ და თქვენ ყველაფერს შეძლებთ :)


Comments

Popular posts from this blog

როგორი მისალმების ფორმები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს?

ებრაული ქორწილის ტრადიციები

ფანქეიქი