ვინ აფერადებს თბილისის ქუჩებს ?

ალბათ, არ გაგიჭირდებოდათ თბილისის ქუჩების კედლებზე უცნაური ნახატების შემჩნევა. ეს ტენდენცია ბოლო წლებში უფრო მეტად შეინიშნება, ვიდრე მანამდე. ამ ახალმა სტილმა მეტად მრავალფეროვანი და უცხო გახადა ქუჩის არეალი.


ეს საინტერესო ნახატები უმეტეს შემთხვევაში თავისი მეტაფორული მნიშვნელობით  უფრო მეტად იქცევს ყურადღებას და გვაფიქრებს, ვიდრე მხოლოდ მისი სილამაზით.

საინტერესოც ისაა, რომ მხატვარი ნახატებს ყველასგან ფარულად ასრულებს, ის ხატვის პროცესში არავის შეუმჩნევია. ამიტომ უცნობია, როდის და როგორ ახერხებს ის ამას.



ნახატების უმრავლესობა ერთ-ერთი ქუჩის მხატვრის ავტორობითაა, რომელსაც ნახატებზე ინიციალის საშუალებით ვიგებთ.
ეს მხატვარი 28 წლის გიორგი გაგოშიძეა, რომელიც  "GagosH" სახელითაა ცნობილი. ამ ადამიანს ამ საქმეში ფულს არავინ უხდის და მხოლოდ მისი სურვბილისამებრ აკეთებს ყველაფერს. ძირითადი თემატიკა საზოგადოების გახალისება, მეტი სიფერადე და პოზიტიურობაა, რაც დამეთანხმებით მისასალმებელი ნაბიჯია.




ის ცდილობს თითოეული შემოქმედებით თავისი სათქმელი თქვას. ეს შესაძლოა იყოს მხოლოდ ერთი წინადადებაც კი.
თუ მანამდე არ მიგიქცევიათ ყურადღება ახლა დააკვირდით ქუჩის ნახატებს და სადმე მის წარწერას აუცილებლად ნახავთ და მიხვდებით, რომ ის მართლაც განსხვავებული და საინტერესო მხატვარია, რომელსაც შესაძლოა თანამედროვე ეპოქის აღმოჩენაც კი ვუწოდოთ. არ გამიკვირდება თუ ეს ნათქვამი ხმამაღალი მოგეჩვენებათ, თუმცა როცა მის ყველა ნაშრომს შეათვალიერებთ ამაში თავად დარწმუნდებით . :)



წყარო:  http://gagosh.org/




Comments

Popular posts from this blog

როგორი მისალმების ფორმები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს?

ებრაული ქორწილის ტრადიციები

ფანქეიქი