აღმოაჩინე საქართველო - თუშეთი

       საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია 
გააჩნია, რის გამოც უფრო საინტერესო და ამოუცნობია. მე შევეცდებით უფრო მეტი 

ინფორმაცია მოგაწოდოთ აქამდე თქვენთვის უცნობ დეტალებზე. მაშ, ასე დავიწყოთ...

თუშეთში მოხვედრა ძალიან რთულია. მხოლოდ ორხიდიანი, მაღალი გამავლობის  ტრანსპორტით არის შესაძლებელი.  


რთული  პირობების გამო მომთაბარეებს 
მეცხვარეობის გზით გამოყვანილი ჰყავთ ცხვრის, ცხენისა და მეცხვარე ძაღლის 
ადგილობრივი, თუშური ჯიშები.

საქონლის მოვლა-პატრონობა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა ტრადიციულად
 თუში ქალის საქმეა. ამასთან ერთად, ისინი ასევეგაწაფულები არიან ცხვრის 
მატყლის დამუშავებაში,ქსოვასა და თელვაში. ხალხური ხელოვნების მოყვარულებს 
შორის მოწონებით სარგებლობს თუშური ფარდაგები, შესრულებული მისთვის 
დამახასიათებელ გეომეტრიულ სტილსა და ბუნებრივ ფერებში. პოპულარულია 
ტურისტებს შორის ჭრელი წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი („ჩითები“), ნაბდის ქუდი და 

ქეჩები.

    თუშური დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია მუსიკა. 
გარმონით შესრულებული ქართული მელოდიები. თუშური სიმღერების სევდიანია და
მეტად სულში ჩამძვრელი.


 ველური ბუნების,  მთისა და ტყის ლანდშაფტებისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების, ისტორიისა და  კულტურის ერთობლიობა იზიდავს სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებს.

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებს შეუძლიათ შემდეგი სახის ტურისტული

 მომსახურებების მიღება: საოჯახო სასტუმროების მომსახურება, ექსკურსია კესელოს 

ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მინი–ექსკურსია ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო 

დარბაზში. ცხენებით მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურება, გიდების 

მომსახურება, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილების დაქირავება, ველოსიპედების 

დაქირავება, ჭოგრიტის, ზურგჩანთების, საძილე ტომრებისა და კარვების დაქირავება,

 ჰოსტელი
. ალაზნისთავში აშენდა ყველის საწარმო, სადაც ტრადიციული 

ტექნოლოგიების გამოყენებით თუშური გუდის ყველის დამზადების პროცესის ნახვაა შესაძლებელი.


კიდევ მეტი რამ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ და გავიგოთ ერ, ამიტომ მომყევით...

Comments

Popular posts from this blog

როგორი მისალმების ფორმები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს?

ებრაული ქორწილის ტრადიციები

ფანქეიქი